
ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის რუსეთთან, მაგრამ უკვე რუსეთის სხვა პრეზიდენტთან - ასე პასუხობს პრეზიდენტი ზელენსკი პუტინს, რომელმაც დღეს კრემლიდან უკრაინას "ომის შეწყვეტისკენ" და მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებისკენ მოუწოდა.

უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინას ნატოში დაჩქარებული წესით მიღების შესახებ განაცხადი შეაქვს. განცხადება ზელენსკიმ, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა:

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ზაპოროჟიეში მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვას გამოეხმაურა და დაწერა, რომ რუსეთი ცდილობს შური იძიოს ფრონტზე წარუმატებლობის გამო. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ სისხლისმსმელი ნაძირლები ყველაფერზე პასუხს აგებენ.

ევროკავშირმა საბოლოოდ დაკარგა ავტონომია და უზარმაზარ ზარალს განიცდის იმის გამო, რაშიც აშშ-მა ჩაითრია, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი საქართველოს, პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებს მოუწოდებს, დაეხმარონ ყირიმელ თათრებს მობილიზაციისგან თავის არიდებაში. უკრაინული მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ ირინა ვერეშჩუკმა სოციალურ ქსელში დაწერა.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აღიარა უკრაინის ტერიტორიების, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონების დამოუკიდებლობა - ამის შესახებ ინფორმაცია რუსულ მედიაში ვრცელდება.

რუსეთი უკრაინის ახალ ტერიტორიას ვერ მიიღებს - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

რუსი დიპლომატი, ბორის ბონდარევის განცხადებით, რუსეთს პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი რის საფუძველზე და ვისი გავლენით ღებულობს გადაწყვეტილებებს, ეს გაუგებარი და გაუმჭვირვალეა.

რუსი დიპლომატი, ბორის ბონდარევი, რომელმაც გაერო-ში რუსეთის წარმომადგენლობის ჟენევის მრჩევლის თანამდებობა უკრაინაში მიმდინარე ომის გამო პროტესტის ნიშნად დატოვა ამბობს, რომ ამ ომმა რუსეთი სრულ იზოლაციამდე მიიყვანა.

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყალბი რეფერენდუმების ჩატარებით უკრაინაში კონფლიქტის გამწვავება კრემლს ძვირი დაუჯდება.