უკრაინის დედაქალაქ კიევში დღეს განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა, 24 კი - დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველზე, როსტისლავ სმირნოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შევჩენკოვსკის რაიონში თავდასხმის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა და 24 დაშავდა, 6 ავტომობილს - ხანძარი გაუჩნდა, საერთო ჯამში, 15-ზე მეტი ავტომობილი დაზიანდა“, - აცხადებს სმირნოვი.
კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, რუსული რაკეტები ქალაქის ცენტრში, შევჩენკოვსკის რაიონში, ასევე სოლომენსკის რაიონში სხვადასხვა ობიექტებს მოხვდა.
დედაქალაქის ცენტრალური ქუჩები სამართალდამცველებმა გადაკეტეს, სამაშველო სამსახურები მუშაობენ.