უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელენსკიმ დღის შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ უკრაინელი სამხედროები წარმატებას აღწევენ მტერთან ბრძოლაში.
აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მას არ აინტერესებს რას ფიქრობს ვლადიმერ პუტინი მის კომენტარზე, რომლის თანახმადაც, ის არ უნდა იყოს რუსეთში ხელისუფლებაში.
ოკუპანტებმა როვნოს ოლქში ნავთობბაზაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ვიტალი კოვალზე დაყრდნობით ავრცელებს.
რადას დეპუტატი ვოლოდიმირ ვიატროვიჩი, ქართველ ხალხს მიმართავს და ურჩევს "შანსი" გამოიყენონ და იმოქმედონ რუსეთის დასამარცხებლად.
რუსეთთან მოლაპარაკებებში მონაწილე, უკრაინის დელეგაციის წევრი რუსტემ უმეროვი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ის მოწამლეს:
ირპენის მერის, ალექსანდრ მარკუშინის განცხადებით, ქალაქი რუსი ოკუპანტებისგან სრულად გათავისუფლებულია. ამის შესახებ ვიდეომიმართვა მან ტელეგრამის საკუთარ არხზე გაავრცელა.
ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი მარიუპოლში ჩავიდა და მე-8 არმიის მეთაურს, გენერალ მორდვიჩევს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული ტელეგრამ არხები, რუსულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებენ.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთს არასტრატეგიული გეგმები აქვს, მას ამბიცია რომ საბჭოთა კავშირის აღდგენა უნდა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელენსკიმ დღის შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ მომდევნო კვირა დიპლომატიურად დატვირთული იქნება.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ რუს ჟურნალისტებთან საუბრისას, რუსეთს ტყვეთა გაცვლისთვის პირობები დაასახელა – ყოველი 10 ტყვე 10 ტყვეში გაცვალონ, ან იმავე პრინციპით - ყველა ყველაში.