დევნილობაში მყოფი ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ახმედ ზაკაევი, რუსეთ–უკრაინის ომზე რადიო „მაესტროსთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ პუტინმა უკრაინაში ომის დაწყებით მესამე მსოფლიო ომის დაწყება განიზრახა და ამას "სპეციალურ ოპერაციას" უწოდებს.
მისივე თქმით, პროცესები , რომ პუტინის გეგმის მიხედვით წასულიყო და ერთ კვირაში უკრაინის სრულიად ოკუპაცია მოეხდინათ პუტინი ე.წ. სპეციალური ოპერაციის წარმათვას მაინც გააგრძელებდა.
„პუტინმა უკრაინაში ომის დაწყებით როგორც ჩანს განიზრახა მესამე მსოფლიო ომის დაწყება, და ამას "სპეციალურ ოპერაციას" უწოდებს. შესაბამისად, ამ ჟინით ის გააგრძელებს უკრაინის წინააღმდეგ ომის წარმოებას. ვფიქრობ, რომ პუტინს არანაირი შანსი არ აქვს იმისა, რომ უკრაინის დაპყრობის და დაქვემდებარების თვალსაზრისით საკუთარი სტრატეგია შეცვალოს, იმიტომ, რომ ამ თვის განმავლობაში შექმნილი რეალობა პუტინს სხვა შესაძლებლობას არ უტოვებს. ყველა მხრიდან მას ისეთ მდგომარეობაში აყენებენ, რომ პუტინს სხვა გზა, გარდა ომის გაგრძელებისა არ რჩება. პუტინი შეეცდება იბრძოლოს გამარჯვებამდე. ის იხელმძღვანელებს ლოგიკით - "გამარჯვებულებს არ ასამართლებენ".– განაცხადა ზაკაევმა.
ზაკაევის თვლის, რომ რუსულ საზოგადოებაზე პუტინის გავლენა იმდენად დიდია, რომ იქ განსხვავებული აზრი პრაქტიკულად არ არსებობს და რუსები მზად არიან მიიღონ ის რასაც პუტინი ეტყვის.
„საქმე იმაშია, რომ მენტალურ დონეზე რუსეთის ე.წ. საზოგადოება მზად არის, მომზადებულია იმისათვის, რომ უკრაინაში რასაც სჩადის რუსული ჯარი გაამართლოს და მიიღოს, პროტესტი არ გამოხატოს. პუტინმა ყველა იმ ხერხს, რაც ჩეჩნეთის ომში გამოიმუშავა, ავრცელებს რუსეთზეც და მეზობელ ქვეყნებშიც, ყველას გვახსოვს საქართველოს მაგალითზე თუ რა გააკეთა აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში. შემდეგ იყო აგვისტოს ომი, უკრაინის ყირიმის ოკუპაცია.“– აღნიშნა ზაკაევმა.