უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა ალექსი არესტოვიჩმა, უკრსინაში არსებული ვითარება ისრაელსა და პალესტინას შორის არსებულ სიტუაციას შეადარა.
მისი თქმით, 2035 წლამდე რამდენიმე სამხედრო შეტაკება გარდაუალია და ვინც ამისთვის მზად არ არის სჭირდებათ სხვა ქვეყანა.
„5 ომი ჩაატარეს იქამდე, სანამ მიხვდნენ, რომ ეს მეთოდები არ მუშაობს და სხვა მეთოდებზე გადასვლაა საჭირო. ასე იქნება ჩვენთანაც. არ ვიცი დაგვჭირდება თუ არა 5 ომი, მაგრამ 2035 წლამდე რამდენიმე სამხედრო შეტაკება გარანტირებულია. ეს ნიშნავს ერთ შეტაკებას ყოველ 2 ან შესაძლოა 5 წელში ერთხელ და დიდი შეტაკებები 7-8 წელში ერთხელ“,- განაცხადა არესტოვიჩმა.
მან იმ მოქალაქეებს, რომლებსაც არ აწყობთ პროცესების მსგავსი განვითარება, მოუწოდა დროებით დატოვონ ქვეყანა.
„მათ, ვინც ამისთვის მზად არ არის, ვინც ახლა ყვირის იმაზე, როგორ იცხოვრონ და გაზარდონ ბავშვები, სჭირდებათ რომელიმე სხვა ქვეყანა. აქ ახალი ისრაელია. უბრალოდ მასშტაბები უფრო დახვეწილი და საშიშია“, - განაცხადა არესტოვიჩმა და განმარტა, რომ ქვეყნიდან მისი ოჯახის გაყვანას არ გეგმავს.
„ჩემები ყველა აქ არიან და დარჩებიან აქ და ვინც მზად არ არის, არსებობს თბილი ესპანეთი და ბევრი სხვა ქვეყანა, იქ წადით თუ მზად არ ხართ“, - განაცხადა არესტოვიჩმა.