ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინის აღმოსავლეთში საბრძოლო მოქმედებები უახლოეს 2-3 კვირაში გაძლიერდება.
უწყება აღნიშნულ ინფორმაციას „ტვიტერის“ გვერდზე წერს.
ბრიტანული დაზვერვის ცნობით, ახლა რუსეთის შეტევის სამიზნე ძირითადად დონეცკსა და ლუგანსკში დისლოცირებული უკრაინული პოზიციებია.
როგორც ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვაში აცხადებენ, ბრძოლა გრძელდება ნიკოლაევისა და ხერსონის ოლქებშიც. მათივე ცნობით, განახლდა რუსი სამხედროების შეტევა კრამატორსკის მიმართულებითაც. უწყების ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო ძალების გადაყვანა ბელარუსიდან უკრაინის აღმოსავლეთით კვლავაც გრძელდება.