
რა შემთხვევაში დააბრუნებს ელჩს უკრაინის პრეზიდენტი საქართველოში? – ზელენსკი საქართველოს ხელისუფლებას
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე,ყურადრება საქართველოზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ უკრაინა დააბრუნებს ელჩს საქართველოში, როგორც კი მოისმენს რეალურ მხარდაჭერის სიტყვებს საქართველოს ხელისუფლებისგან.

იგორ კირილოვის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები ამზადებს პროვოკაციებს, რათა დაადანაშაულოს რუსული მხარე ქიმიური, ბიოლოგიური ან ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებაში.

ოდესის რეგიონში საჰაერო განგაში გამოცხადდა. ათი წუთის შემდეგ ქალაქელებმა აფეთქებების ხმა გაიგეს. შემდეგ კი გავრცელდა ინფორმაცია სახლის დაზიანების შესახებ.

რუსეთის ფედერაციამ ყირიმის პორტიდან შავ ზღვაში 4 წყალქვეშა ნავი შეიყვანა - ინფორმაცია ამის შესახებ ოდესის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა სერგეი ბრატჩუკმა გაავრცელა.

უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, ადგილობრივი დროით 12:00 საათზე ქალაქ მარიუპოლიდან დღეს ევაკუაცია იგეგმება.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ყველა ერს, ვისაც უკრაინასთან ერთად სიკვდილზე სიცოცხლით გამარჯვების სჯერა, მათთან ერთად უნდა იბრძოლოს.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის მრჩეველის ალექსი არესტოვიჩის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები მარიუპოლში კონტრშეტევას აუცილებლად განახორციელებენ.

არესტოვიჩის განცხადებით, უკრაინის სამხედრო ძალებმა გაანადგურეს სამეთაურო პუნქტი, რომელშიც 50 რუსი ოფიცერი იმყოფებოდა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ ომის 58-ე დღის შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ გამარჯვებისთვის ყველა მოქალაქემ უნდა იმუშაოს.

საფრანგეთი უკრაინას „სეზარის“ ტიპის თვითმავალ ჰაუბიცებს უგზავნის. ამის შესახებ ინფორმაციას ელისეის სასახლე ადასტურებს.