
ოლექსეი არესტოვიჩის განცხადებით,სავარაუდოდ, მარიუპოლიდან ჯარების ნაწილი ჩრდილოეთით გადაიყვანეს ძალების გაძლიერების მიზნით.

რუსული მედია ავრცელებს კადრებს, სადაც თავდაცვის მინისტრი სერგეი შოუგუ ვლადიმირ პუტინს მარიუპოლის დაკავების შესახებ ანგარიშს აბარებს.

ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა ოლექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ ამჟამად, უკრაინის ტერიტორიაზე დაახლოებით 90 ათასი რუსი სამხედროა, 22 ათასი კი საზღვრებთან ახლოს არის მობილიზებული.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი ამბობს, რომ უკრაინა მზად არის, ყველანაირი პირობის გარეშე, მარიუპოლში მოლაპარაკებები გამართოს.

„აზოვის პოლკის“ მეთაურის მოადგილემ, სვიატოსლავ პალამარმა განაცხადა, რომ მარიუპოლის მცველები მესამე ქვეყნის მხარდაჭერით ქალაქიდან ევაკუაციაზე თანახმა არიან. ამის სესახებ ინფორმაციას „უკრაინსკაია პრავდა“ ავრცელებს.

მარიუპოლში ადამიანები ოჯახის წევრებსა და მეგობრებს ეძებენ. ქალაქის განადგურებულ ქუჩებში მარიუპოლელები ბოძებზე აკრავენ განცხადებებს, რომ ხმა მიაწვდინონ საყვარელ ადამიანებს.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უარყოფს, რომ მისმა ქვეყანამ რუსეთისგან ომის დასრულების მოლაპარაკებების ფარგლებში მიღებული დოკუმენტის პროექტი მიიღო.

ნატოს მოკავშირეები შესაძლოა მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხო გამოყვანაში ჩაერთონ. ამის შესახებ ამერიკულ ტელეარხ CNN-ს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ვიქტორია ნულანდმა განუცხადა.

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით, მოსკოვმა კიევს გადასცა სამშვიდობო დოკუმენტის პროექტი "მკაფიო ფორმულირებით". ინფორმაციას Unian-ი რუსულ სახელმწიფო მედია "რია ნოვოსტიზე" დაყრდნობით ავრცელებს.

ნატო ცდილობს გაიაროს ძალიან დელიკატურ ხაზზე და დაიცვას ბალანსი. იმაზე უარესი, რაც ახლა ხდება უკრაინაში, იქნება საერთო ომი მთელს ევროპაში და ჩვენ ამ შესაძლებლობასთან მიახლოებაც კი არ გვსურს,- ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილემ ჯეიმს აპატურამ „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აცხადებს.