უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი ოლექსეი არესტოვიჩი პუტინის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ ბრძანება, რომელიც პუტინმა თავდაცვის მინისტრთან შეხვედრის დროს გასცა, მარიუპოლში "აზოვსტალის" ქარხნის შტურმის შეჩერებაზე ნიშნავს იმას, რომ რუსეთის ჯარები მარიუპოლის აღებას ფიზიკურად ვერ ახერხებენ.
ოლექსეი არესტოვიჩის განცხადებით,სავარაუდოდ, მარიუპოლიდან ჯარების ნაწილი ჩრდილოეთით გადაიყვანეს ძალების გაძლიერების მიზნით.
"პუტინის განცხადებები იმის შესახებ, რომ "აზოვსტალს" არ სჭირდება შტურმი, ნიშნავს, რომ რუსეთის ჯარები ფიზიკურად ვერ ახერხებენ მის აღებას, წინააღმდეგ შემთხვევაში დიდ ზარალს განიცდიან.
მტერი ვერ ახერხებდა წინსვლას რაიმე მიმართულებით. სავარაუდოდ, მარიუპოლიდან ჯარების ნაწილი ჩრდილოეთით გადაიყვანეს ძალების გაძლიერების მიზნით, რომლებმაც დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ადმინისტრაციულ საზღვრებს უნდა მიაღწიონ.
შემდეგ ჩვენ გველოდება პოზიციური ომი: რუსეთის ფედერაცია შეეცდება გამოაცხადოს ზავი, მოლაპარაკება, ჰუმანიტარული დერეფნების შექმნა და ძალების დაგროვება შემდეგი ეტაპისთვის, მაგრამ ეს ძალები წვევამდელები არიან. სანამ რუსეთის ფედერაცია მოამზადებს მათ, რუსეთს სანქციები და უკრაინის შეიარაღებული ძალები გაარღვევს," - ამბობს ოლექსეი არესტოვიჩი.