აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ეხმაურება რუსეთის მუქარას, რომ უკრაინის ომი ბირთვულ კონფლიქტში შეიძლება გადაიზარდოს, თუ დასავლეთი განაგრძობს კიევის მხარდაჭერას და ამბობს, რომ რუსეთმა ბირთვულ იარაღზე "უაზრო კომენტარები" არ უნდა გააკეთოს.
ბაიდენის თქმით, რუსეთის ეს განცხადება "რუსეთის სასოწარკვეთაზე მიუთითებს".
"ეს განცხადება რუსეთის სასოწარკვეთას აჩვენებს. ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით, უაზრო კომენტარები არავინ უნდა გააკეთოს".– აღნიშნა ჯო ბაიდენმა.