აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კონგრესს უკრაინისთვის 33 მილიარდი დოლარის გამოყოფას სთხოვს. ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ფინანსური დახმარება მომდევნო რამდენიმე თვეზე გადანაწილდება. მოთხოვნის თანახმად კი ამ თანხიდან 20.4 მილიარდი სამხედრო შეიარაღებისთვის, აქედან 6 მილიარდი კი ქვეყნის უსაფრთხოებაზე დაიხარჯება.
დახმარების პაკეტი ფინანსურ უსაფრთხოებას, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას ითვალისწინებს.