
რუსეთში მორიგი ხანძარია. ამჯერად, ცეცხლი მოსკოვთან ახლოს კრემლის გამომცემლობის საწყობში გაჩნდა.

"აზოვის" პოლკის მეთაურის მოადგილე სვიატოსლავ პალამარი აცხადებს, რომ მარიუპოლში, "აზოვსტალის" ქარხანაზე იერიშები უწყვეტად გრძელდება - ამის შესახებ მან CNN-თან ისაუბრა.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ლავროვმა ჰიტლერი ებრაელად მოიხსენია, ზელენსკის თქმით ეს სიტყვები ნიშნავს, რომ რუსეთის უმაღლეს დიპლომატს ნაცისტებს დანაშაული ებრაელ ხალხზე გადააქვს.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველის ანტონ გერაშენკოს განცხადებით, ის რომ საქართველო სანქციებს არ უერთდება, სავარაუდოდ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებაა. ამის შესახებ მან ტელეკომპანია "ფორმულას" განუცხადა.

აზოვსტალის ქარხანაში დაბომბვის შედეგად ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, არ არის გამორიცხული რუსულმა ძალებმა „აზოვსტალის“ ინდუსტრიული კომპლექსიდან ევაკუირებული მოქალაქეები რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაიყვანონ.

მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. აღნიშნულის შესახებ მედიასთან საუბრისას მარიუპოლის მერის მრჩეველმა, პეტრო ანდრიუშენკომ განაცხადა.

მარიუპოლში, "აზოვსტალის" ქარხნიდან მშვიდობიანი მოსახლეობის პირველი ჯგუფის ევაკუაცია დაიწყო - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი Twitter-ზე წერს.

უკრაინის ქალაქ მარიუპოლში ალყაში მყოფი 36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადის მეთაური სერჰი ვოლინსკი (ვოლინა) თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს მიმართავს და სთხოვს გამოიყენოს "ექსტრაქციის" პროცედურა და ალყაში მყოფი სამხედრო და სამოქალაქო პირები თურქეთში გაიყვანოს.

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, სამართალდამცველებმა კიევის ოლქში კიდევ 900-მდე ადამიანის მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს,