
პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, ოლექსი არესტოვიჩი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მათ პოლიტიკას და განცხადებებს შეაფასებს ქართველი ხალხი არჩევნებზე.

რუსეთის სახელმწიფო დუმის ყოფილი დეპუტატის, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი კონსტანტინ ბოროვოის განცხადებით, აუცილებელია დაიწყოს საერთაშორისო ტრიბუნალი პუტინის წინააღმდეგ.

რუსეთის საოკუპაციო ძალებმმა კიევის ოლქი ისევ დაბომბეს, ქალაქ ფასტივს 3 ფრთოსანი რაკეტა ესროლეს. უკრაინული მედიის ცნობით, ერთი რაკეტა, რომელიც კიევისკენ იყო მიმართული, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო.

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ეხმაურება რუსეთის მუქარას, რომ უკრაინის ომი ბირთვულ კონფლიქტში შეიძლება გადაიზარდოს, თუ დასავლეთი განაგრძობს კიევის მხარდაჭერას და ამბობს, რომ რუსეთმა ბირთვულ იარაღზე "უაზრო კომენტარები" არ უნდა გააკეთოს.

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კონგრესს უკრაინისთვის 33 მილიარდი დოლარის გამოყოფას სთხოვს. ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მარიუპოლი ეპიდემიების მიმართ დაუცველია იმის გათვალისწინებით, რომ სანიტარული პირობები შემაძრწუნებელია და ათასობით ადამიანი ნანგრევებშია მოყოლილი, ამის შესახებ ინფორმაციას მარიუპოლის საკრებულო ავრცელებს.

რუსეთის სახელმწიფო დუმის ყოფილი დეპუტატის, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი კონსტანტინ ბოროვოის განცხადებით, ჩინეთი დაინტერესებულია რომ ეს წინააღმდეგობა რუსეთსა და დასავლეთს შორის გაგრძელდეს. ამის შესახებ მან რადიო "მაესტროსთან" ინტერვიუში რუსეთ–უკრაინის თემაზე საუბრისას განაცხადა.

რუსეთის სახელმწიფო დუმის ყოფილი დეპუტატის, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი კონსტანტინ ბოროვოის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები თანამედროვე დეკორაციული ხასიათისაა და ამ სანქციებისგან თავის დაღწევა მარტივია. ამის შესახებ მან რადიო "მაესტროსთან" ინტერვიუში რუსეთ–უკრაინის თემაზე საუბრისას განაცხადა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, თუ ვინმე გარედან უკრაინის საკითხში ჩარევას შეეცდება, რუსეთის პასუხი ელვისებური იქნება.

საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, დაიკავოს აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი - ოლექსეი არესტოვიჩი
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი აცხადებს, რომ საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, დაიკავოს აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, თუმცა თბილისი ამას არა მხოლოდ არ აკეთებს, მეტიც, ცდილობს გაამართლოს რუსეთის პოზიციები.