რუსეთის საოკუპაციო ძალებმმა კიევის ოლქი ისევ დაბომბეს, ქალაქ ფასტივს 3 ფრთოსანი რაკეტა ესროლეს. უკრაინული მედიის ცნობით, ერთი რაკეტა, რომელიც კიევისკენ იყო მიმართული, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო.
ასევე ცნობილი გახდა, რომ კიევში დაბომბვისას არიან დაშავებულები, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია რამდენი.
"ორი დარტყმა იყო. ერთი ობიექტი, ერთი საცხოვრებელი კორპუსთან ახლოს. დარტყმა ქვედა სართულებზე იყო, ზედა სართულებზე ხალხია, სამი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მიმდინარეობს ევაკუაცია, ყველა სამსახური ადგილზეა" - განაცხადა ქალაქის მერმა ვიტალი კლიჩკომ.