უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინას ნატოში დაჩქარებული წესით მიღების შესახებ განაცხადი შეაქვს. განცხადება ზელენსკიმ, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა:
"დე ფაქტო ჩვენ უკვე ავიღეთ გეზი ნატოსკენ.
დე ფაქტო, ჩვენ უკვე დავამტკიცეთ თავსებადობა ჩრდილო ატლანტიკური კავშირის სტანდარტებთან. ისინი რეალურია უკრაინისთვის - რეალურია ბრძოლის ველზე და ჩვენი ურთიერთობის ყველა ასპექტში.
ჩვენ ვენდობით ერთმანეთს, ვეხმარებით და ვიცავთ ერთმანეთს. ეს არის ჩრდილოატლანტიკური კავშირი.
დე ფაქტო. დღეს უკრაინა აცხადებს, რომ ის დე იურე გახდეს. ისე, რომ ჩვენი ვალდებულება დავიცვათ მთელი ჩვენი საზოგადოება. დაჩქარებული წესით.
ჩვენ გადამწყვეტ ნაბიჯს ვდგამთ უკრაინის ნატოში დაჩქარებული გაწევრიანების შესახებ განცხადებაზე ხელმოწერით." თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას.
დოკუმენტს ხელი პრეზიდენტმა ზელენსკიმ, პრემიერმა დენის შმიგალმა და რადას თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა მოაწერეს.
პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და გაეროს გენერალური მდივანი გუტერეში დღეს განცხადებებს გააკეთებენ.