
რუსეთთან ტყვეთა გაცვლის შედეგად უკრაინაში „აზოვის“ ბატალიონის წევრები დაბრუნდნენ – ამის შესახებ ქალაქ მარიუპოლის მერის მრჩეველმა, პეტრ ანდრუშენკომ სოციალურ ქსელში დაწერა.

ევროკომისიის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტის ბოლო სვლა მოითხოვს სანქციების ახალ რაუნდს რუსეთის წინააღმდეგ. აღნიშნულის შესახებ ურსულა ფონ დერ ლაიენმა „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ აშშ რისკავს, გახდეს ომის მონაწილე მხარე. აღნიშნულის შესახებ ლავროვმა Newsweek-თან ინტერვიუში განაცხადა.

რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადება მეტყველებს იმაზე, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის ოფიცრებისა და სხვა პერსონალის რეკრუტირების პრობლემაა - ამის შესახებ პრეზიდენტმა ზელენსკიმ Bild-თან ინტერვიუში განაცხადა.

რუსეთი აღარ დაუშვებს შეცდომებს, რომლებიც ძირს უთხრის მის სუვერენიტეტს - ამბობს პუტინი რუსეთის სახელმწიფოებრიობის 1160 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას. მისი თქმით, სუვერენიტეტის ნებისმიერი შესუსტება საფრთხეს უქმნის რუსეთს.

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მსოფლიო მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების უფლებას პუტინს არ მისცემს.

BBC-ის Telegram-ის არხის ინფორმაციით, პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. რუსული სახელმწიფო მედია "რია" წერს, რომ შესაბამის განკარგულებას მან ხელი უკვე მოაწერა.

რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს მტკიცებით, უკრაინამ ომში უკვე დაკარგა არმიის ნახევარი , რუსეთმა კი 5 937 სამხედრო.

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ამტკიცებს, რომ რუსეთი ბირთვული შანტაჟის ქვეშაა. ამ თემაზე მან დღეს სატელევიზიო მიმართვაში ისაუბრა და თქვა, რომ თუ ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხე დაემუქრება, რუსეთი "გამოიყენებს ყველა შესაძლო საშუალებას".

ნიუ იორკში გაეროს 77-ე ასამბლეა გრძელდება. ასამბეაზე მსოფლიოს ლიდერებს თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მიმართა და თქვა, რომ რუსეთის ომი უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრული დაცვით უნდა დასრულდეს.