
ჩვენი შეფასებით, 2025 წლის მარტში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 8.7%-ით გაიზარდა და 300 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ Galt & Taggart-ის მიერ გამოქვეყნებულ ბაზრის ყოველკვირეულ მიმოხილვაშია აღნიშნული.
"ჯამურად, 2025 წლის პირველ კვარტალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 3.4%-ით გაიზარდა და 835 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა, ჩვენი შეფასებით.
ჩვენი პროგნოზით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4.5 მლრდ დოლარს მიაღწევს 2025 წელს", - აღნიშნულია მიმოხილვაში.