
ანდრეი ერმაკი ისრაელს მოუწოდებს, გაწყვიტოს კავშირი რუსულ ბარბაროსულ სახელმწიფოსთან. აღნიშნულის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სოციალურ ქსელში დაწერა.

საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ უკრაინის ოთხი რეგიონი, სადაც ახლა ე.წ. რეფერენდუმები მიმდინარეობს, რუსეთის შემადგენლობაში თუ შევა, ისინი მოსკოვის „სრული დაცვის“ ქვეშ გადავა.

პუტინისა და ლავროვის უპასუხისმგებლო განცხადებები ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით აბსოლუტურად მიუღებელია , - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ “ტვიტერზე” დაწერა.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ტყვედ ჩაბარების შემთხვევაში, რუს სამხედროებს ცივილიზებულ მოპყრობას, ჩაბარების გარემოებების გასაიდუმლოებას და რუსეთში არდაბრუნების შესაძლებლობას ჰპირდება. აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ყოვედღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი რუსეთის მიერ ე.წ "კამიკაძე" დრონების გამოყენებას ეხმაურება .

ევროკავშირმა ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით ვლადიმერ პუტინის მუქარა სერიოზულად უნდა მიიღოს, – ამის შესახებ, ჯოზეფ ბორელმა „ბიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ შოკირებულია ისრაელისგან დახმარების ნაკლებობით - ამის შესახებ მან ფრანგულ გამოცემა Ouest-France-თან ინტერვიუში განაცხადა.

ფინეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ისინი ემზადებიან, "სერიოზულად შეზღუდონ რუსეთის მოქალაქეების შესვლა ფინეთის საერთაშორისო პოზიციის სერიოზული ზიანის გამო".

უკრაინის არმიის „სამხრეთის“ ოპერატიული სარდლობამ განაცხადა, რომ რუსულმა არმიამ ოდესას კამიკაძე თვითმფრინავების გამოყენებით შეუტია, რომლებიც ქალაქში ზღვიდან გაუშვეს.

ნაწილობრივი მობილიზაცია ეს უბრალოდ ფორმალობაა, სინამდვილეში რუსები ტოტალურ მობილიზაციას აცხადებენ - აცხადებს უკრაინის რადას დეპუტატი ოლექსეი გონჩარენკო "მთავარ არხთან" საუბარში.