უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ზაპოროჟიეში მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვას გამოეხმაურა და დაწერა, რომ რუსეთი ცდილობს შური იძიოს ფრონტზე წარუმატებლობის გამო. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ სისხლისმსმელი ნაძირლები ყველაფერზე პასუხს აგებენ.
"ტერორისტული სახელმწიფო ზაპორიჟჟიაში, მიკოლაივში და დნეპროპეტროვსკში სამოქალაქო მოსახლეობას რაკეტებს ესვრის. ის უკრაინის რეგიონებს სარაკეტო და უპილოტო თვითმფრინავებიდან ურტყამს. მხოლოდ ზაპორიჟჟიის რაიონში ოკუპანტებმა ერთ დილას 16 რაკეტა გაისროლეს. ამის გაკეთება მხოლოდ სრულყოფილ ტერორისტებს შეუძლიათ, რომლებსაც ცივილიზებულ სამყაროში ადგილი არ უნდა ჰქონდეთ.
მტერი მძვინვარებს და ცდილობს შური იძიოს ჩვენი გამძლეობისა და მისი წარუმატებლობისთვის. ცინიკურად ანადგურებს მშვიდობიან უკრაინელებს, რადგან დიდი ხნის წინ დაკარგა ყველაფერი ადამიანური. სისხლისმსმელო ნაძირალებო, ყველა დაკარგულ უკრაინულ სიცოცხლეზე აუცილებლად აგებთ პასუხს", - წერს ზელენსკი.