რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აღიარა უკრაინის ტერიტორიების, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონების დამოუკიდებლობა - ამის შესახებ ინფორმაცია რუსულ მედიაში ვრცელდება.
ოკუპანტი ქვეყნის მედია წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებებს ხერსონისა და ზაპოროჟიის რეგიონების დამოუკიდებელ ტერიტორიებად აღიარების შესახებ.
დოკუმენტები გამოქვეყნებულია კრემლის ვებგვერდზე.
BBC წერს, რომ ეს არის მათი რუსეთთან „შეერთების“ წინა ეტაპი, რომლის გამოცხადებაც ხვალ იგეგმება.
ცნობისთვის, ჯერჯერობით, მსოფლიოს არცერთ ქვეყანას არ გამოუცხადებია უკრაინის რეგიონების ანექსიის აღიარების განზრახვა.