რუსი დიპლომატი, ბორის ბონდარევი, რომელმაც გაერო-ში რუსეთის წარმომადგენლობის ჟენევის მრჩევლის თანამდებობა უკრაინაში მიმდინარე ომის გამო პროტესტის ნიშნად დატოვა ამბობს, რომ დღეს უკვე ნათლად ჩანს, რომ უკრაინაში შეჭრას დასავლეთის ქვეყნების მხრიდან რუსეთის გარიყვა მოჰყვა. ამის შესახებ, მან „რადიო მაესტროსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, დასავლეთი რუსეთისთვის ყოველთვის იყო თანამედროვე ტექნოლოგიების და ცოდნის, სამეცნიერო და კულტურული სფეროში წარმატებული თანამშრომლობის წყარო.
„ამ ომმა კი რუსეთი სრულ იზოლაციამდე მიიყვანა. რაც შეეხება, აზიურ ქვეყნებს, როგორიც არის ჩინეთი, მასთან ურთიერთობა რუსეთს არაფერს მისცემს, პირიქით, მსაგვსი ქვეყნები რუსეთის გაწურვას შეეცდებიან, იმ რესურსების, რაც რუსეთს გააჩნია, შეეცდებიან ძალიან დაბალ ფასად მიიღონ და სანაცვლოდ არაფერი გასცენ. რუსეთი განვითარების თვალსაზრისით ძალიან ჩამორჩება ამ ქვეყნებს, ხოლო ამ პროცესების შედეგად, მოხდება რუსეთის დეგრადაცია და დაუბრუნდება მეოცე საუკუნის ხანას. მოსახლეობა კიდევ უფრო გაღარიბდება, კიდევ უფრო გაუნათლებელი იქნება და ეს ყველაფერი იქამდე მივა, რომ რუსეთს მომავალი არ დარჩება. როდესაც ვამბობ, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი ჩვენი ქვეყნის მომავლის წინააღმდეგაა მიმართული, სწორედ ჩემს მიერ ზემოთ ჩამოთვლილ პროცესებს გულისხმობს, ეს კი ძალიან სევდიანია. პუტინს ესმის, რომ მას არანაირი მომავალი არ აქვს, როგორც პოლიტიკოსს და სახელმწიფო მოღვაწეს, შესაბამისად, სახელმწიფოც უფსკრულისკენ მიჰყავს“ – განაცხადა ბონდარევმა.
დიპლომატის თქმით, დღეს რუსეთში, სახელმწიფო სტრუქტურებში, ის ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ თქვან - არა, არ არსებობენ. პრაქტიკულად ასეთი ადამიანები არ დარჩნენ.
„თითქმის არ არიან ასეთი ადამიანები სისტემაში დარჩენილი. ის ვინც დარჩენილია, ძალიან დაბალ ან საშუალო დონის თანამდებობაზე იმყოფებიან. მაგალითისთვის გეტყვით: შეიძლება ერთ-ერთი თანამშრომელი მივიდეს ხელმძღვანელთან და უთხრას, ეს რა სისულელეა, რაზეც უფროსი ეტყვის, კი მართალი ხარ, სისულელეა, მაგრამ ასეთი დავალებაა ზევიდან მოსული და აუცილებლად უნდა შესრულდეს. ამით მთავრდება მათი წინააღმდეგობა. რაც შეეხება უფრო მაღალ თანამდებობას, მაგალითად ლავრივი არასოდეს ეტყვის პუტინს ესა თუ ის საკითხი სისულელეა. პირიქით, ეტყვის გასაგებია და ის, რომ აუცილებლად შესრულდება დავალება. პუტინს არავინ ეუბნება არას, ვინმე რომ ეუბნებოდეს არას, შეიძლება დღეს აბსოლუტურად სხვა მდგომარეობა ყოფილიყო,“ – აღნიშნა მან.
ვრცლადი ინტერვიუ შეგიძლიათ მოისმინოთ შემდეგ ბმულზე: https://fb.watch/fRaZJrP5Ux/