დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი Twitter-ზე, რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის 4 ოკუპირებული რეგიონის ანექსიის გაფორმებას ეხმაურება და წერს, რომ მსოფლიომ არასოდეს უნდა მიიღოს პუტინის მოჩვენებითი რეფერენდუმი ან უკრაინის კოლონიზაციის სასტიკი და უკანონო მცდელობა.
"ვლადიმერ პუტინო, შენი გამოსვლა თაღლითობა და სირცხვილია. მსოფლიომ არასოდეს უნდა მიიღოს თქვენი მოჩვენებითი რეფერენდუმი ან უკრაინის კოლონიზაციის თქვენი სასტიკი და უკანონო მცდელობა. ჩვენ ვდგავართ უკრაინელი ხალხის გვერდით და დაუღალავად დავუჭერთ მხარს, სანამ მათი ქვეყანა არ იქნება მთლიანი და თავისუფალი."– წერს ჯონსონი.