მართვადი სარაკეტო კრეისერი „მოსკვა“ და ქერჩის ხიდი - რუსული ძალაუფლების ორი ცნობილი სიმბოლო უკრაინულ ყირიმში დაეცა, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტრო „ტვიტერში“ წერს, რითაც ყირიმის ხიდზე დღეს მომხდარ აფეთქებას ეხმაურება.
„რა არის რიგში შემდეგი, რუსებო?“- აცხადებენ უკრაინის თავდაცვის უწყებაში.
შეგახსენებთ, დღეს დილით ყირიმის ხიდზე სატვირთო ავტომობილი აფეთქდა, რის შედეგადაც საწვავის ავზები აალდა და ხიდზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ხიდის ნაწილი ჩამოიშალა და წყალში ჩავარდა.