დემოკრატია უფრო კარგად უნდა იყოს შეირაღებული, ვიდრე ტერორისტები, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა.
პოდოლიაკი საერთაშორისო საზოგადოებას საჰაერო თავდაცვითი სისტემების უკრაინისთვის გადაცემას სთხოვს.
„რუსული რაკეტები არ დაფრინავს ევროპის საბავშვო მოედნებზე. ვაშინგტონში სკოლის მოსწავლეებმა არ იციან, რა არის განგაშის სიგნალის ხმა. ჩვენ მოკავშირეებს უკვე აღარ ვთხოვთ ცის ჩაკეტვას. ყველაზე მეტად რაც გვჭირდება საჰაერო თავდაცვის და ანტისარაკეტო სისტემებია, საკმარისი იმისთვის, რომ ჩვენი შვილების უსაფრთხო ძილი ვუზრუნველყოთ. დემოკრატია უფრო კარგად უნდა იყოს შეიარაღებული, ვიდრე ტერორისტები“, – წერს პოდოლიაკი მიკრობლოგ „ტვიტერზე“.