რუსი ოპოზიციონერის დიმიტრი გუდკოვის განცხადებით, ძირითადად ისეთები გარბიან რუსეთიდან, რომლებიც არა თუ მობილიზაციის, არამედ ომის და რეჟიმის წინააღმდეგი არიან, ამის შესახებ მან რადიო "მაესტროსთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, გასაგებია, რომ დღეს მათ არ აქვთ არანაირი შესაძლებლობა თავი დაიცვან. მათ ან ომში გაუშვებენ, დანარჩენი კი მობილიზებული იქნება ომისთვის.
"ბევრი ტექნიკური შესაძლებლობები არსებობს, თუ როგორ მოხდეს ამ ადამიანების განსხვავება, პოლიტიკურად აქტიური - აქციის მხარდამჭერისგან, რომლებიც ომის წინააღმდეგ არიან. აუცილებელია ამ ადამიანების გადარჩენა და აქვე უნდა გვქონდეს მხედველობაში ის რომ, ერთი გაცემული ვიზა ნიშნავს - მინუს ერთ ჯარისკაცს! ეს უნდა გვესმოდეს კარგად. პუტინი, რა თქმა უნდა, მოახერხებს დასახული რაოდენობის მობილიზაციას, მაგრამ ეს უნდა მოახერხოს საკუთარი მხარდამჭერების ხარჯზე. ის საკუთარ მხარდამჭერებს კარგავს, მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც ომის წინააღმდეგ გამოდიან, მიუხედავად რისკისა და საშიშროებისა გამოდიოდნენ საპროტესტოდ, ამ ადამიანებს აქვთ უფლება მიიღონ ჩემგან მხარდაჭერა. ეს ხალხი ისეთივე მსხვერპლია პუტინის, როგორიც სხვები. აქ მე დავიცავ ჩემს კოლეგებს, თანამოაზრეებს, იმ ადამიანებს, რომლებიც საკუთარი ჯანმრთელობას, თავისუფლებას სასწორზე დებდნენ და აპროტესტებდნენ. გადიოდნენ იმის მიუხედავად, რომ კარგად ესმოდათ მათ წინააღმდეგ იქნებოდა სხვადასხვა სისხლის სამართლის მუხლები გამოყენებული. გადიოდნენ იარაღის გარეშე... ამ ადამიანებს მე დავიცავ..." – განაცხადა გუდკოვმა.
ვრცლად ინტერვიუს მოსმენა შეგიზლიათ აქ: