გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, ლიზ ტრასი „დიდი შვიდეულის“ დღეს დაგეგმილ შეხვედრაზე ჯგუფის ლიდერებს მოუწოდებს, უკრაინის მტკიცე მხარდაჭერა განაგრძონ და ნატო-ს ლიდერების საგანგებო შეხვედრას მოითხოვს.
ამის შესახებ, ინფორმაციას Reuters–ი „დაუნინგ სთრით –ზე“ დაყრდნობით ავრცელებს.
ლიზ ტრასი ამბობს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უნდა შენარჩუნდეს.„არავის სურს მშვიდობა უკრაინაზე მეტად და ჩვენის მხრივ, იოტისოდენიც არ უნდა ვიყოყმანოთ, რომ მათ გამარჯვებაში დავეხმაროთ“.
შეგახსენებთ, „დიდი შვიდეულის“ შეხვედრის გამართვის გადაწყვეტილება გუშინ, უკრაინაზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შემდეგ მიიღეს. შეხვედრაზე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვით გამოსვლაც იგეგმება.